ლიპარტელიანი და ღვინიაშვილი ბუდაპეშტის გრანდ სლემის ნახევარფინალში არიან - ზაალიშვილი ბრინჯაოსთვის იჭიდავებს [ვიდეო] #1TVSPORT
ლიპარტელიანი და ღვინიაშვილი ბუდაპეშტის გრანდ სლემის ნახევარფინალში არიან - ზაალიშვილი ბრინჯაოსთვის იჭიდავებს [ვიდეო] #1TVSPORT

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღეა. ტურნირზე შვიდი ქართველი ძიუდოისტი ხუთ წონით კატეგორიაში გამოვიდა, რომელთაგან მედლებისთვის ბრძოლას სამი აგრძელებს.

ვარლამ ლიპარტელიანი (90კგ) შეჯიბრის ნახევარფინალშია, სადაც მისი მეტოქე უცნობი დანიელი ძიუდოისტი მატიას მადსენი იქნება.

 

ასევე ფინალში გასასვლელად იჭიდავებს ბექა ღვინიაშვილიც, იგი იაპონელ მურაოს დაუპირისპირდება.

 

ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს მძიმეწონოსანი გელა ზაალიშვილი, რომელიც ნახევარფინალში ფრანგ ტედი რინერთან დამარცხდა.

შეჯიბრს პირველივე დაპირისპირებაში გამოეთიშნენ მარიამ ჭანტურია (78 კგ.) და მძიმეწონოსანი სოფიო სომხიშვილი (+78 კგ.). ახალგაზრდა ნიკა ხარაზიშვილი კი მერვედფინალში დამარცხდა. ტურნირი ასევე უმედლოდ დაასრულა ონისე სანებლიძემაც, მან რეპეშაჟში უნგრელ მეტოქესთან წააგო.

წინასწარი შეხვედრები 13:00-ზე დაიწყო, ფინალური ბლოკი კი 19:00 საათიდან გაიმართება. შეგახსენებთ, ორი საშეჯიბრო დღის შემდეგ ბუდაპეშტის გრანდ სლემზე ქართველმა ძიუდოისტებმა სამი მედლის მოპოვება შეძლეს. 60კგ-ში ლუხუმ ჩხვიმიანი და 73-ში ლაშა შავდათუაშვილი ვერცხლისმედალოსნები გახდნენ, ხოლო ახალგაზრდა თემურ ნოზაძე (60კგ) კი მესამე ადგილზე გავიდა.