ლიოვმა ჰოლანდიისთვის და საფრანგეთისთვის შემადგენლობა დაასახელა
ლიოვმა ჰოლანდიისთვის და საფრანგეთისთვის შემადგენლობა დაასახელა

გერმანიის ნაკრების დამრიგებელმა იოახიმ ლიოვმა დაასახელა ის შემადგენლობა, რომელიც მოემზადება ერთა ლიგის ორი გასვლითი მატჩისთვის – 13 ოქტომბერს, ჰოლანდიასთან და 16 ოქტომბერს – მსოფლიოს ჩემპიონ საფრანგეთთან.

გამოძახებულებს შორის, ერთადერთი დებიუტანტია – “შალკეს” ფორვარდი მარკ უტი.

ლიოვის არჩევანი ასე გამოიყურება:

მეკარეები – მანუელ ნოიერი (ბაიერნი), მარკ-ანდრე ტერ შტეგენი (ბარსელონა, ესპანეთი), კევინ ტრაპი (აინტრახტი);

მცველები – ჟერომ ბოატენგი (ბაიერნი), მათიას გინტერი (გლადბახი), იონას ჰექტორი (კიოლნი), მატს ჰუმელსი (ბაიერნი), ტილო კერერი (პსჟ, საფრანგეთი), ანტონიო რიუდიგერი (ჩელსი, ინგლისი), ნიკო შულცი (ჰოფენჰაიმი), ჯოშუა კიმიხი (ბაიერნი), ნიკლას ზიულე (ბაიერნი);

ნახევარმცველები – იულიან ბრანდტი (ლევერკუზენი), იულიან დრაქსლერი (პსჟ, საფრანგეთი), ლეონ გორეტცკა (ბაიერნი), კაი ჰაფერტცი (ლევერკუზენი), ლეროი სანე (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), მარკო როისი (დორტმუნდი), სებასტიან რუდი (შალკე), ტონი კროოსი (რეალი, ესპანეთი), თომას მიულერი (ბაიერნი);

თავდამსხმელები – ტიმო ვერნერი (ლაიპციგი), მარკ უტი (შალკე).