„ლიონმა“ ტრანსფერზე დააყენა ძირითადი გუნდის აბსოლუტურად ყველა ფეხბურთელი #1TVSPORT
გიორგი მიქაუტაძის „ლიონს“ ლიგა 1-ის ახალი სეზონის სტარტის წინ პრობლემები შეექმნა ფინანსურ ფეარპლეისთან დაკავშირებით, – წერს გაზეთი L’Equipe.
აღნიშნავენ, რომ კლუბმა ვერ მოასწრო ფეხბურთელების გაყიდვით 100 მილიონი ევროს ოდენობის თანხის მობილიზება და ახლა სატრანსფერო ბაზარზე გაიყვანა ძირითადი გუნდის აბსოლუტურად ყველა ფეხბურთელი.
„ლიონი“ დაჰპირდა ფრანგული ფეხბურთის მაკონტროლირებელ ორგანოს (DNCG) ზაფხულში ფეხბურთელების გაყიდვას აღნიშნული თანხის გამოსამუშავებლად, მაგრამ ეს არ გააკეთა და თან ახალი მოთამაშეების შესაძენად 134 მილიონი ევრო დახარჯა.
შექმნილი სიტუაციის გამო კლუბი უკვე დათანხმდა „სტრასბურში“ 10 მილიონად 18 წლის მცველის, მამადუ სარის გაყიდვას.
„ლიონს“ რჩება რვა დღე პრობლემის მოსაგვარებლად, სანამ სატრანსფერო ფანჯარა ოფიციალურად დაიხურება.