„ლიონმა“ პეტერ ბოში მთავარ მწვრთნელად დანიშნა #1TVSPORT
„ლიონმა“ პეტერ ბოში მთავარ მწვრთნელად დანიშნა #1TVSPORT

„ლიონმა“ თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაცხადა ახალი მთავარი მწვრთნელის დანიშვნის შესახებ. ის გახდა 57 წლის ნიდერლანდელი სპეციალისტი პეტერ ბოში.

მხარეებმა ორწლიანი კონტრაქტი გააფორმეს – 2023 წლის 30 ივნისამდე. ნიდერლანდელი მწვრთნელი მოვალეობის შესრულებას 1 ივლისიდან შეუდგება.

აღნიშნავენ, რომ ბოში ფლობს ფრანგულ ენას – ის 1988-1991 წლებში საფრანგეთის „ტულონში“ თამაშობდა.

„ლიონში“ დანიშვნამდე ბოში უმუშევარი იყო – ამა წლის მარტში ის „ლევერკუზენიდან დაითხოვეს. მანამდე ნიდერლანდელი „დორტმუნდსა“ და „აიაქსში“ მუშაობდა.