„ლიონის“ პრეზიდენტმა პსჟ არაპატიოსან თამაშში დაადანაშაულა #1TVSPORT
„პარი სენ-ჟერმენი“ უკვე დიდი ხანია დომინირებს ფრანგულ ფეხბურთში, მაგრამ ქვეყნის შიგნით პარიზულ კლუბს არაპატიოსან თამაშში სდებენ ბრალს.
„ლიონის“ მფლობელმა ჯონ ტექსტორმა განაცხადა, რომ მარეგულირებელი ორგანოები საშუალებას აძლევენ „პარი სენ-ჟერმენს“ გვერდი აუაროს ფინანსური ფეარ პლეის წესს 70 მილიონ ევროზე, იმ დროს, როცა მისი კლუბი წესების დაცვით მოქმედების მიუხედავად, ქვედა ლიგაში დაქვეითების საფრთხის წინაშე აღმოჩნდა.
„პსჟ-ს ნებადართული აქვს გაზარდოს თავისი ყოველწლიური ფინანსური წაგება 70 მილიონ ევრომდე. ხელისუფლებისთვის სულერთია, საიდან მოდის ეს ფული. ყველაზე უცნაური ამ ისტორიაში ის არის, რომ „ლიონის“ შემოსავლის წყაროებს ეჭვქვეშ აყენებენ, რადგან კაპიტალი მოდის ბრაზილიიდან ან ამერიკის შეერთებული შტატებიდან. პსჟ-ის ფინანსირების მოდელი უკანონოა, იმ დროს, როცა ჩვენი სავსებით ლეგალურია, და ჩვენ სანქციების ქვეშ ვიმყოფებით. მათ კვლავაც შეუძლიათ დააღვიონ კანონი.
ვადასტურებ, რომ ჩვენ მივმართავთ ლიგის ხელმძღვანელობას თხოვნით – აიძულონ პსჟ-ს დაიცვას კანონი ევროპული კომისიის სახელით. გვინდა, რომ ლიგამ გააანალიზოს ეს საკითხი. თუ ჩვენ არ მივიღებთ დამაკმაყოფილებელ პასუხს, საკითხს ევროკომისიაში გავიტანთ. კონკურენციის დამახინჯება – პრობლემაა ჩვენთვის.
ისინი ანადგურებენ ჩვენს შესაძლებლობას მოგების მიღებაზე, სატელევიზიო შესაძლებლობების გამოყენებაზე. ამის გამო ზარალდება ფრანგული საზოგადოება. სანამ არ შევცვლით წესებს, სხვა კლუბების გულშემატკივრები მხოლოდ იოცნებებენ და იმედოვნებენ, რომ მათი გუნდი ჩემპიონატს მოიგებს. მაგრამ დღევანდელ სიტუაციაში ეს არასოდეს მოხდება“, – განაცხადა გაზეთ AS-თან ინტერვიუში ტექსტორმა.