„ლიონის“ პრეზიდენტმა არ გამორიცხა „იუვენტუსთან“ მატჩის ნეიტრალურ მოედანზე ჩატარება
„ლიონის“ პრეზიდენტმა ჟან-მიშელ ოლამ არ გამორიცხა „იუვენტუსთან“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის განმეორებითი მატჩის ნეიტრალურ მოედანზე ჩატარება.
შეხვედრა ტურინში უნდა გაიმართოს, მაგრამ იტალიაში კორონავირუსის გავრცელების გამო, ბევრი მატჩი მაყურებლების გარეშე მიმდინარეობს.
საშინაო შეხვედრაში „ლიონმა“ 1:0 დაამარცხა იტალიის ჩემპიონი.
„უეფა გადაწყვეტს, სად ვითამაშებთ. უნდა გავითვალისწინოთ გარკვეული მომენტები, რადგან „იუვენტუსის“ ახალგაზრდული გუნდი კარანტინში გაუშვეს. მათ ეჭვი აქვთ ოთხ მოთამაშეზე. რეზერვისტები პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშობენ.
ვნახოთ, რა მოხდება. მე დაველოდები უეფას აზრს. იმედია, კარგ ამბებს გავიგებთ. უარეს შემთხვევაში, არ არის გამორიცხული მატჩის ნეიტრალურ მოედანზე გამართვის ვარიანტი“, – მოჰყავს ოლას სიტყვები გაზეთ „ეკიპს“.
ადრე იტყობინებოდნენ, რომ „იუვენტუსის“ 23-წლამდელთა გუნდი სრული შემადგენლობით კარანტინში გაუშვეს. ეს მოხდა „პიანეზესთან“ მატჩში, რომლის ფეხბურთელებსაც კორონავირუსი აღმოჩნდათ.