„ლიონის“ მწვრთნელმა მიქაუტაძეზე ისაუბრა - ის შესანიშნავ ფორმაშია და ძალიან მოტივირებულია #1TVSPORT
„ლიონის“ მთავარმა მწვრთნელმა, პაულო ფონსეკამ „სტრასბურთან“ შეხვედრამდე პრესკონფერენციაზე კომენტარი გააკეთა გიორგი მიქაუტაძის ბოლო თამაშების შესახებ. მან აღნიშნა, რომ გიორგი შესანიშნავ ფორმაშია და ყურადღება გაამახვილა საქართველოს ნაკრებში მის შედეგიან გამოსვლაზე.
„ჟორჟი შესანიშნავ ფორმაშია. მან კარგად ითამაშა ეროვნულ ნაკრებში და „ლიონში“ მოტივირებული დაბრუნდა.
გვყავს სხვადასხვა თვისების მქონე ორი ფორვარდი, რომლებსაც გუნდში სხვადასხვა როლი აქვთ. ალექსანდრე ლაკაზეტმა ბოლო მატჩი კარგად ჩაატარა, ჟორჟს განსხვავებული თვისებები აქვს. ეს ჩემთვის უპირატესობაა“, – განაცხადა პაულო ფონსეკამ პრესკონფერენციაზე.
გიორგი მიქაუტაძემ საქართველოს ნაკრების ბოლო ორ მატჩში 4 გოლი გაიტანა, 1 საგოლე გადაცემა შეასრულა და დაადასტურა, რომ შესანიშნავ ფორმაშია.
ქართველი თავდამსხმელი „ლიონში“ „სტრასბურთან“ საფრანგეთის ლიგა1-ის გასვლითი შეხვედრისთვის ემზადება. მატჩი პარასკევს, საღამოს 23:45 საათზე დაიწყება.