„ლიონის“ მეპატრონე - ფინანსური პრობლემა არ გვაქვს, ვაპირებთ, კლუბში დიდი ინვესტიცია განვახორციელოთ #1TVSPORT
„ლიონის“ მფლობელმა, ჯონ ტექსტორმა ისაუბრა კლუბის მდგომარეობაზე, რომელიც საფრანგეთის კლუბების ფინანსურმა მარეგულირებელმა (DNCG) ლიგა 2-ში დააქვეითა.
„საფეხბურთო მოედანზე ამოცანებს თავს უკეთ ვართმევდი, ვიდრე ფრანგულ საფინანსო სისტემაში. მე როგორც ამერიკელმა ინვესტორმა სისტემასთან ადაპტაცია ვერ გავიარე და რაღაც ისეთი ჩავიდინე, რამაც ფრანგული მარეგულირებელი ორგანოები გააღიზიანა – ეს უნდა გამოვასწოროთ.
მყავს შესანიშნავი პარტნიორები, აქციონერები, რომლებსაც დაეკისრებათ იმ პრობლემების გადაჭრა, რომელთა მოგვარებასაც, გულწრფელად რომ ვთქვა, საფრანგეთში თავს კარგად ვერ ვართმევდი. „ლიონს“ მყარი ფინანსური ბაზა აქვს, ვაპირებთ, კლუბში დიდი ინვესტიცია განვახორციელოთ, არანაირი ფინანსური პრობლემა არ გვაქვს“.
ჯონ ტექსტორმა თქვა, რომ კმაყოფილია უეფა-სთან მიღწეული შეთანხმებით გუნდის ევროპა ლიგაში მონაწილეობის შესახებ:
„წარმატებით დავასრულეთ უეფა-სთან მოლაპარაკება და DNCG-ის მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, შეგვიძლია ვითამაშოთ ევროპა ლიგაზე. მოუთმენლად ველით ამ ტურნირზე თამაშს, რომ გასულ სეზონთან შედარებით, უკეთესი შედეგი ვაჩვენოთ“.