ფრანგი ფორვარდი ქარიმ ბენზემა, შესაძლოა, „ლიონში“ დაბრუნდეს. ფრანგული კლუბის ხელმძღვანელობა მუშაობს ვეტერანი ფორვარდის ტრანსფერზე. ამის შესახებ წერს ინტერნეტგამოცემა Todofichajes-ი.
უფრო ადრე 36 წლის ბენზემამ განაცხადა, რომ კარიერის დასრულებას ისურვებდა კლუბში, რომელშიც პროფესიულ დონეზე იწყებდა თამაშს. ეს კლუბი სწორედ „ლიონი“ გახლავთ.
ბენზემა საუდის არაბეთის „ალ-იტიჰადის“ ფეხბურთელია. ცოტა ხნის წინ მან დატოვა კლუბი და ქვეყანა. არაოფიციალური ინფორმაციით, ფორვარდი ტერფის ტრავმის გამო გაუშვეს.
ფრანგის კონტრაქტი „ალ-იტიჰადთან“ 2026 წლის ზაფხულამდეა ძალაში.