ლიონელ სკალონი - „ოქროს ბურთის“ მოგებას ყველაზე მეტად ლაუტარო მარტინესი იმსახურებს #1TVSPORT
წელს „ოქროს ბურთის“ მოგებას ყველაზე მეტად ლაუტარო მარტინესი იმსახურებს, – ამის შესახებ არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლიონელ სკალონიმ განაცხადა.
სკალონის თქმით, 2024 წელი „ინტერისა“ და არგენტინის ნაკრების თავდამსხმელისთვის ბრწყინვალე გამოვიდა და ის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარების ღირსია.
„ლაუტაროს ბრწყინვალე წელი ჰქონდა. მან კოპა ამერიკის ფინალში გაიტანა და ამ ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, „ოქროს ბურთის“ მოგებას სხვებზე მეტად იმსახურებს.
ვიმედოვნებ, მარტინესი დამსახურებულ ჯილდოს მიიღებს. მე მის ღვაწლს ძალიან ვაფასებ და ვფიქრობ, საუკეთესო პერიოდი ჯერ კიდევ წინ აქვს“, – განაცხადა სკალონიმ.