ლიონელ სკალონი იანვრიდან არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტის დატოვებას გეგმავს #1TVSPORT
ლიონელ სკალონიმ იანვრიდან არგენტინის ეროვნული ნაკრებიდან შესაძლო წასვლის შესახებ განცხადება გააკეთა.
„არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე დეკემბრამდე დავრჩები, შემდეგ კი ამ სამსახურს, სავარაუდოდ, დავტოვებ. ახლა გაჩერება და ძალების აღდგენა მჭირდება.
მთავარია, შევინარჩუნოთ ეს სულისკვეთება და ის განსაკუთრებული კავშირი, რომელიც არგენტინელ ხალხსა და გუნდს შორისაა. ამით ძალიან ვამაყობ“, – განაცხადა სკალონიმ.
48 წლის სპეციალისტმა არგენტინის ნაკრები 2018 წელს ჩაიბარა და გუნდთან ერთად დიდ წარმატებას მიაღწია – არგენტინის ეროვნულმა გუნდმა 2021 და 2024 წლებში კოპა ამერიკა მოიგო, ხოლო 2022 წელს მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.
2026 წლის მუნდიალის ფინალში არგენტინა ესპანეთთან 0:1 დამარცხდა.