ლიონელ მესის შესახებ მულტსერიალს გადაიღებენ #1TVSPORT
ლიონელ მესის შესახებ მულტსერიალს გადაიღებენ #1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი ლიონელ მესი ახალი მულტსერიალის მთავარი გმირი გახდება.

არგენტინელი ფეხბურთელის შესახებ პროექტს განახორციელებს Sony Music Entertainment-ი, რომელიც ითანამშრომლებს Leo Messi Management-თან. მულტსერიალი მოყვება მესის ბავშვობის შესახებ, რომლის დროსაც ლეოს სხვადასხვა წინააღმდეგობის გადალახვა უწევს.

„ბავშვობიდან მიყვარდა მულტსერიალები, ჩემი შვილები კი ანიმაციური პერსონაჟების დიდი თაყვანისმცემლები არიან, – მოჰყავს მესის სიტყვები Sony Music-ს, – ანიმაციურ პროექტში მონაწილეობის შესაძლებლობა ბედნიერებას მანიჭებს, რადგან ახდა ჩემი ერთ-ერთი ოცნება! მინდა, მადლობა გადავუხადო Sony Music-ს იმისთვის, რომ ამ პროექტის ნაწილი გავხდი. იმედი გვაქვს, რომ საბოლოო შედეგი ყველას მოეწონება, განსაკუთრებით, ბავშვებს“.