ლიონელ მესის საუდის არაბეთში სიკვდილმისჯილი ახალგაზრდის გადარჩენა სთხოვეს - არგენტინელი ქვეყნის ელჩია ტურიზმის საკითხებში # 1TVSPORT
ლიონელ მესის საუდის არაბეთში სიკვდილმისჯილი ახალგაზრდის გადარჩენა სთხოვეს - არგენტინელი ქვეყნის ელჩია ტურიზმის საკითხებში # 1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდს ლიონელ მესის ახალგაზრდა ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია. არგენტინელ ვარსკვლავს მოჰამედ ალ-ფარაჯის ოჯახმა თხოვნით მიმართა. ეს არის ბიჭი, რომელსაც სამშობლოში სიკვდილით დასჯა ემუქრება.

2017 წელს მოჰამედი, რომელიც მაშინ 15 წლის იყო, მეგობრებთან ბოულინგის თამაშის დროს დააპატიმრეს. დაკავების მიზეზი გახდა „სავარაუდო დანაშაული საუდის არაბეთის მთავრობის წინააღმდეგ“. კერძოდ, ლაპარაკია ბიჭის მონაწილეობაზე ანტისამთავობო მიტინგებში.

ალ-ფარაჯის ოჯახის სიტყვებით, მათი ვაჟი ზრდასრულთა ციხეში მიიყვანეს, სადაც დაკითხეს და აწამეს. პროკურატურამ მოჰამედისთვის მაქსიმალური სასჯელი – სიკვდილით დასჯა მოითხოვა.

ბიჭის ოჯახმა მესის შემთხვევით არ მიმართა: 2022 წლის მაისიდან, ფეხბურთელი საუდის არაბეთის ელჩია ტურიზმის საკითხებში. აი, რა წერია ოჯახის წერილში:

„ჩვენ ვითხოვთ თქვენს ყურადღებას, გთხოვთ შეძლებისდაგვრად შეამსუბუქოთ ჩვენი საყვარელი მოჰამედის მძიმე მდგომარეობა, რომელიც მოგვტაცეს მაშინ, როცა ის ჯერ კიდევ ბავშვი იყო. როგორც საუდის არაბეთის ელჩს ტურიზმის სფეროში, თქვენ დიდი გავლენა გაგაჩნიათ. ხომ არ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს გავლენა იმისთვის, რომ ახალგაზრდა ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინოთ?“

ახალი კანონის თანახმად, საუდის არაბეთში ბავშვებს სიკვდილით აღარ სჯიან – უბრალოდ ელოდებიან, როდის შეუსრულდება პატიმარს 18 წელი ან მეტი და განაჩენი სისრულეში მოჰყავთ. სწორედ ეს ემუქრება მოჰამედ ალ-ფარაჯს, რომელის ციხეში გატარებული წლების შემდეგ, სრულწლოვანი გახდა.

დატოვე კომენტარი