ლიონელ მესის მამამ „ბარსელონას“ პირველი წინადადება უარყო #1TVSPORT
ლიონელ მესის მამამ „ბარსელონას“ პირველი წინადადება უარყო #1TVSPORT

„ბარსელონას“ ფორვარდი ლიონელ მესი კიდევ უფრო მიუახლოვდა თავისუფალი აგენტის სტატუსს 2020-21 წლების სეზონის შემდეგ.

რამდენიმე ესპანური წყაროს ინფორმაციით, 33 წლის ფეხბურთელის მამამ ხორხე მესიმ უარყო „ბარსელონას“ პირველი წინადადება კონტრაქტის გაგრძელებაზე. უფროსი მესი მოლაპარაკებებში ლიონელის ოფიციალური წარმომადგენელია. ხორხე მესის არ მოეწონა პირობები, რომელიც მის ვაჟს „ბარსელონას“ ხელმძღვანელობამ შესთავაზა.

ამასთან, წყაროები ამტკიცებენ, რომ ლეოს მამა არ შეწყვეტს მოლაპარაკებებს „ბარსასთან“ და დაელოდება ახალ შეთავაზებას. არაფერს იტყობინებიან სხვა გუნდების მხრიდან „ოქროს ბურთის“ მფლობელის მიმართ ინტერესზე.

ლიონელ მესის კონტრაქტი „ბარსელონასთან“ 2021 წლის 30 ივნისამდეა ძალაში. მისი წლიური ხელფასი 70 მილიონ ევროს შეადგენს.

ესპანეთის მიმდინარე ჩემპიონატში მესიმ 34 მატჩში 29 გოლი გაიტანა.

დატოვე კომენტარი