ლიონელ მესის კორონავირუსი დაუდასტურდა #1TVSPORT
ლიონელ მესის კორონავირუსი დაუდასტურდა #1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდმა, ლიონელ მესიმ დადებითი ტესტი ჩააბარა კორონავირუსზე. ამჟამად, არგენტინელი თვითიზოლაციაში იმყოფება, – დაწერა პარიზული კლუბის პრესსამსახურმა.

ასევე, კორონავირუსი აქვს მეკარე სერხიო რიკოსა და მცველ ხუან ბერნატს.

ამ სეზონზე 34 წლის მესიმ 16 მატჩი ჩაატარა „პარი სენ-ჟერმენის“ შემადგენლობაში, ექვსი გოლი გაიტანა და ხუთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.