ლიონელ მესის „ინტერ მაიამი“ და კრიშტიანო რონალდოს „ალ-ნასრი“ 2024 წლის თებერვალში ამხანაგურ მატჩს გამართავენ #1TVSPORT
2024 წლის თებერვალში საუდის არაბეთში ამხანაგური ტურნირი „რიადის თასი“ გაიმართება, რომელში მონაწილეობას ლიონელ მესის გუნდი „ინტერ მაიამიც“ მიიღებს და მისი მეტოქე „ალ-ნასრი“ იქნება.
„რიადის თასზე“ საფეხბურთო სამყარო კიდევ ერთხელ იხილავს ლიონელ მესისა და კრიშტიანო რონალდოს დაპირისპირებას. შეხვედრას ორგანიზატორებმა „უკანასკნელი ცეკვა“ უწოდეს. რონალდო „ალ-ნასრიში“ 2022 წლის დეკემბრიდან თამაშობს, ხოლო მესი „ინტერ მაიამის“ მიმდინარე წლის ივნისში შეუერთდა.
ამხანაგურ ტურნირში ასევე ითამაშებს ბრაზილიელი ვარსკვლავის, ნეიმარის გუნდი „ალ-ჰილალიც“, თუმცა თავად სამხრეთამერიკელ ფეხბურთელს ტრავმა აქვს და მას მოედანზე ვერ ვნახავთ.
მესისა და რონალდოს ერთმანეთის წინააღმდეგ სულ 36-ჯერ უთამაშიათ. მათი პირველი დაპირისპირება 2008 წელს შედგა. 16 შეხვედრაში გამარჯვება იმ გუნდს დარჩა, რომელშიც მესი თამაშობდა, ხოლო 11-ჯერ რონალდოს გუნდმა მოიგო.