ლიონელ მესის გადაწყვეტილების შემდეგ, "ბარსელონას" ფანები კლუბის ოფისთან იკრიბებიან
„ბარსელონას” გულშემატკივრებმა კლუბის ოფისთან შეკრება დაიწყეს იმ ინფორმაციის შემდეგ, რომ ლიონელ მესიმ კატალონური გუნდის დატოვება განიზრახა.
შეგახსენებთ, რომ „ბარსელონამ” დაადასტურა ინფორმაცია – კლუბმა ლიონელ მესისგან წასვლაზე ოფიციალური განაცხადი მიიღო – არგენტინელმა კატალონური კლუბის დატოვება გადაწყვიტა.
ამის შემდეგ, „ბარსელონას” პრეზიდენტმა ხოსეპ მარია ბარტომეუმ დირექტორთა საბჭოს საგანგებო კრება მოიწვია, რათა ეს საკითხი განიხილოს. ხელმძღვანელები შეეცდებიან იურიდიულად დაბლოკონ არგენტინელთან კონტრაქტის გაწყვეტა.