ლიონელ მესის გადაწყვეტილების შემდეგ, “ბარსელონას” ფანები კლუბის ოფისთან იკრიბებიან

23:44, 25.08.2020

„ბარსელონას” გულშემატკივრებმა კლუბის ოფისთან შეკრება დაიწყეს იმ ინფორმაციის შემდეგ, რომ ლიონელ მესიმ კატალონური გუნდის დატოვება განიზრახა.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონამ” დაადასტურა ინფორმაცია – კლუბმა ლიონელ მესისგან წასვლაზე ოფიციალური განაცხადი მიიღო – არგენტინელმა კატალონური კლუბის დატოვება გადაწყვიტა.

ამის შემდეგ, „ბარსელონას” პრეზიდენტმა ხოსეპ მარია ბარტომეუმ დირექტორთა საბჭოს საგანგებო კრება მოიწვია, რათა ეს საკითხი განიხილოს. ხელმძღვანელები შეეცდებიან იურიდიულად დაბლოკონ არგენტინელთან კონტრაქტის გაწყვეტა.

მსგავსი