ლიონელ მესის არგენტინის ნაკრებში ყველაზე მეტი მოგება აქვს - მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი, სამხრეთ ამერიკა, IV ტური - ფაქტები და სტატისტიკა (ვიდეო)
ლიონელ მესის არგენტინის ნაკრებში ყველაზე მეტი მოგება აქვს - მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი, სამხრეთ ამერიკა, IV ტური - ფაქტები და სტატისტიკა (ვიდეო)

ფაქტები

* ლიონელ მესიმ 142-ე მატჩი ჩაატარა არგენტინის ნაკრებში. ეროვნულ გუნდში გამართული მატჩების რაოდენობით, მესი სამხრეთამერიკელებს შორის მესამე ადგილს იყოფს ბრაზილიელ კაფუსთან. ამ მხრივ რეკორდი არგენტინელ ხავიერ მასკერანოს (147) ეკუთვნის, მეორეზეა მისი თანამემამულე ხავიერ ძანეტი (143).

* მესიმ 85-ე მატჩი მოიგო არგენტინის ნაკრების შემადგენლობაში. ამ მაჩვენებლით მან გაუსწრო ხავიერ მასკერანოს და პირველ ადგილზე გადავიდა.

* არგენტინელ ნიკოლას გონსალესს ზედიზედ ოთხი მატჩია გოლი გააქვს: ორი ბუნდესლიგაში “შტუტგარტის” შემადგენლობაში და ორიც – ნაკრებში.

* ბრაზილიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ზედიზედ 21 მატჩია არ მარცხდება. ხანგრძლივობით ეს მესამე სერიაა ყველა კონტინენტის გათვალისწინებით. პირველზეა ესპანეთი (63 მატჩი), მეორეზე – გერმანია (33).

* ეკვადორმა თავის ისტორიაში მესამედ გაიტანა ერთ მატჩში ექვსი გოლი.

* კოლუმბიამ ასეთი დიდი ანგარიშით პირველად წააგო ოფიციალური მატჩი ბოლო 43 წლის განმავლობაში – 1977 წელს, “მარაკანაზე” 0:6 დამარცხდა ბრაზილიასთან.

* ბოლივიას 1993 წლის შემდეგ არ აქვს მოგებული სტუმრად ოფიციალური მატჩი. ეს სერია სარეკორდოა ფეხბურთის ისტორიაში და ის 57 მატჩს შეადგენს.

* მორენო 21 გოლით ბოლივიის ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

* პერუს ბოლო მოგება 2019 წლის სექტემბრით თარიღდება.

 

შედეგები

ეკვადორი-კოლუმბია 6:1

გოლები: 1:0 არბოლედა (7), 2:0 მენა (9), 3:0 ესტრადა (32), 4:0 არეაგა (39), 4:1 ხამეს როდრიგესი (45-პენ), 5:1 პლატა (78), 6:1 ესტუპინიანი (90)

გაძევება: პლატა (80. ეკვადორი)

 

ვენესულა-ჩილე 2:1

გოლები: 1:0 დელ პინო მაგო (9), 1:1 ვიდალი (15), 2:1 რონდონი (81)

 

პარაგვაი-ბოლივია 2:2

გოლები: 1:0 რომერო (19-პენ), 1:1 მორენო (41), 1:2 სესპედესი (45), 2:2 რომერო (72)

 

ურუგვაი-ბრაზილია 0:2

გოლები: 0:1 არტური (34), 0:2 რიშარლისონი (45)

ბრაზილია: ედერსონი, ტიაგო სილვა, დანილო, ლოდი, მარკინიოსი, არტური, ევერტონ რიბეირო (90. ლუკას პაკეტა), დუგლას ლუისი (90. ბრუნო გიმარაეში), გაბრიელ ჟესუსი, რიშარლისონი (70. ევერტონი), რობერტო ფირმინო.

გაძევება: კავანი (71. ურუგვაი)

პერუ-არგენტინა 0:2

გოლები: 0:1 ნ. გონსალესი (17), 0:2 ლ. მარტინესი (28)

არგენტინა: არმანი, მონტიელი, ოტამენდი, მარტინესი, ტალიაფიკო, ლო სელსო, პარედესი, დე პაული (57. ოკამპოსი), გონსალესი (72. დი მარია), მესი, ლ. მარტინესი (89. გომესი).

სატურნირო მდგომარეობა

  1. ბრაზილია – 12
  2. არგენტინა – 10
  3. ეკვადორი – 9
  4. პარაგვაი – 6
  5. ურუგვაი – 6
  6. ჩილე – 4
  7. კოლუმბია – 4
  8. ვენესუელა – 3
  9. პერუ – 1
  10. ბოლივია – 1