ლიონელ მესის 56 რეკორდი #1TVSPORT
ლიონელ მესის 56 რეკორდი #1TVSPORT

24 ივნისს ლიონელ მესი 35 წლის გახდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, გაზეთმა “მარკამ” გადაწყვიტა არგენტინელის რეკორდები დაეთვალა. მართალია, კრიშტიანო რონალდოს მეტი რეკორდი აქვს (79 56-ის წინააღმდეგ), მაგრამ ლეოს სიაც შთამბეჭდავია…

 

მსოფლიოს რეკორდები

* „ოქროს ბურთების“ რაოდენობა – 7

* FIFA-ს ვერსიით საუკეთესო ფეხბურთელი – 7

* ყველაზე მეტი გოლი ერთ კლუბში („ბარსელონა“) – 672

* ყველაზე მეტი საგოლე პასი ერთ კლუბში („ბარსელონა“) – 268

* ყველაზე მეტი ტიტული ერთ კლუბში („ბარსელონა“) – 35

* ყველაზე მეტი გოლი ერთ კალენდარულ წელს – 91

* ყველაზე მეტი გოლი ერთი სეზონის განმავლობაში – 73

* ყველაზე გრძელი საგოლე სერია ჩემპიონატში (ლა ლიგა) – 21 მატჩი (33 გოლი)

* ერთადერთი ფეხბურთელი, ვინც 40-ზე მეტი გოლი გაიტანა ზედიზედ 12 სეზონში

* საუკეთესო ასისტენტი მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში – 368 საგოლე პასი

* ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც ერთ კალენდარულ წელს შვიდ სხვადასხვა ტურნირზე გაიტანა.

* ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც ზედიზედ ორ სეზონში 60-ზე მეტი გოლი გაიტანა.

* ყველაზე მეტი მოხვედრა წლის გუნდში (FIFPro-ს ვერსიით) – 15

* ყველაზე მეტი ფინტი მსოფლიოს ჩემპიონატებზე – 110

 

ევროპული და სამხრეთამერიკული რეკორდები

* „ოქროს ბუცების“ რაოდენობა – 6

* ყველაზე სწრაფად გაიტანა 400 გოლი TOP5 ლიგებში – 435 მატჩი

* ყველაზე მეტი გოლი ჩემპიონთა ლიგაზე ერთ კლუბში („ბარსელონა“) – 120

* ყველაზე მეტი გოლი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე – 74

* ყველაზე მეტი გოლი ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში – 29

* ყველაზე მეტი გოლი ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის ერთ მატჩში – 4

* ლიდერი ჩემპიონთა ლიგაზე ჰეთ-თრიკების რაოდენობით – 8

* ყველაზე მეტი მოხვედრა ჩემპიონთა ლიგის სიმბოლურ ნაკრებში – 7

* ყველაზე მეტი ფინტი ჩემპიონთა ლიგის ერთ მატჩში – 16

* ყველაზე მეტი მატჩი კოპა ამერიკაზე – 34

* ყველაზე მეტი მონაწილეობა კოპა ამერიკაზე – 6

* ყველაზე მეტი საგოლე პასი კოპა ამერიკაზე – 17

* ყველაზე მეტი საგოლე პასი კოპა ამერიკას ერთ გათამაშებაში – 5

* ყველაზე მეტი გოლი სამხრეთამერიკულ ნაკრებში – 86

 

რეკორდები ესპანურ ფეხბურთში

* საუკეთესო ბომბარდირი ლა ლიგას ისტორიაში – 474 გოლი

* საუკეთესო ასისტენტი ლა ლიგას ისტორიაში – 192 საგოლე პასი

* ლა ლიგას საუკეთესო ბომბარდირის ყველაზე მეტი პრიზი – 8

* ესპანეთის სუპერთასის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი – 14 გოლი

* ყველაზე მეტი გოლი ლა ლიგას ერთ სეზონში – 50

* ყველაზე მეტი საგოლე პასი ლა ლიგას ერთ სეზონში – 21

* ლიდერი ლა ლიგაში ჰეთ-თრიკების რაოდენობით – 36

* ყველაზე მეტი მატჩი ლა ლიგაში ლეგიონერებს შორის – 520

* მოთამაშე, რომელმაც პირველმა მიაღწია ლა ლიგაში 450 გოლის ნიშნულს.

* მოთამაშე, რომელმაც პირველმა მიაღწია ლა ლიგაში 150 შედეგიანი პასის ნიშნულს.

* ყველაზე მეტი მოგება ლა ლიგაში – 383

* ყველაზე მეტი გატანილი საჯარიმო ლა ლიგაში – 39

* ყველაზე მეტი მონაწილეობა ესპანეთის თასის ფინალებში – 10

 

რეკორდები არგენტინის ნაკრებში

* ყველაზე მეტი მატჩში ნაკრებში – 162

* ნაკრების საუკეთესო ბომბარდირი – 86 გოლი

* ყველაზე მეტი გოლი ნაკრებში ერთ კალენდარულ წელს – 12

* ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც ყველა სამხრეთამერიკულ ნაკრებს გაუტანა.

* ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც ყველა სამხრეთამერიკულ ნაკრებს გაუტანა.

* ყველაზე ახალგაზრდა კაპიტანი – 22 წლის, 363 დღის.

* საუკეთესო ასისტენტი ნაკრებების ისტორიაში – 51 საგოლე პასი

 

რეკორდები ბარსელონაში

* საუკეთესო ბომბარდირი კლასიკოს ისტორიაში – 27 გოლი

* ყველაზე მეტი საგოლე პასი კლასიკოში – 14

* ყველზე მეტი მონაწილეობა კლასიკოში – 45

* საუკეთესო ბომბარდირი კლუბის ისტორიაში – 672 გოლი

* საუკეთესო ასისტენტი კლუბის ისტორიაში – 268 საგოლე პასი

* კლუბის საუკეთესო ბომბარდირი ევროტურნურებზე – 123 გოლი

* ყველაზე მეტი ჰეთ-თრიკი ყველა ტურნირზე – 48

* ყველაზე მეტი მოგება „ბარსელონასთან“ ერთად – 542

* ყველაზე მეტი ოფიციალური მატჩი – 778