„ბარსელონას“ ფორვარდმა ლიონელ მესიმ აღნიშნა, რომ გაკვირვებულია უეფა-ს გადაწყვეტილებით – ევროთასებს „მანჩესტერ სიტი“ მომდევნო ორი სეზონით ჩამოაშოროს.
„ეს ძალიან გასაკვირია, რადგან არავინ ფიქრობდა, რომ ასეთი რამ მოხდებოდა. იგივე დარღვევისთვის „პარი სენ-ჟერმენმა“ ადრე უბრალოდ ჯარიმა გადაიხადა. უცნაურია, რომ „მანჩესტერ სიტის“ ასეთი შემადგენლობითა და ასეთი ბიუჯეტით ჩემპიონთა ლიგაზე არ იქნება.
ღირს თუ არა ასეთ დროს აგუეროს დამატებაზე ფიქრი? თქვენ რა გინდათ, მთელი გუნდი დაიტაცონ? (იცინის). არ ვიცი, მაგრამ თუ „მანჩესტერ სიტი“ ვერ მოხვდება ჩემპიონთა ლიგაზე, იქ გამოჩნდება ბევრი ისეთი ფეხბურთელი, რომელიც წასვლას მოისურვებს. ორი წელი ჩემპიონთა ლიგის გარეშე – ეს სერიოზულია“, – თქვა მესიმ.
უფრო ადრე, „მანჩესტერ სიტიში“ გამოაცხადეს, რომ მათი აპელაციის დაკმაყოფილებაში ეჭვი არ ეპარებათ.