ლიონელ მესიმ კრიშტიანო რონალდოსთან მეტოქეობაზე ილაპარაკა
ლიონელ მესიმ კრიშტიანო რონალდოსთან მეტოქეობაზე ილაპარაკა

„ბარსელონას“ კაპიტანმა ლიონელ მესიმ „რეალთან“ მოახლოებული მატჩის წინ, მადრიდელთა ყოფილ ლიდერთან კრიშტიანო რონალდოსთან მეტოქეობა გაიხსენა.

„ჩვენი დაპირისპირება იყო და რჩება განსაკუთრებულ დუელად და ასე იქნება ყოველთვის. ეს მეტოქეობა მრავალი წელი გრძელდებოდა და დიდი ხნის განმავლობაში გარკვეული დონის შენარჩუნება იოლი არ არის. ჩვენი გუნდებიც ასევე ძალიან მომთხოვნები იყვნენ: „რეალი“ და „ბარსელონა“ – ორი უძლიერესი კლუბია მსოფლიოში.

მრავალი წლის განმავლობაში თანაბარ დონეზე მეტოქეობა – ეს ის არის, რაც სამუდამოდ რჩება. ჩემსა და კრიშტიანო რონალდოს შორის დუელი პირად დონეზე ძალიან კარგი იყო და ვფიქრობ, ის ხალხს მოეწონა. „რეალისა“ და „ბარსელონას“ გულშემატკივრებმა, და საერთოდ ფეხბურთის ყველა მოყვარულმა გრანდიოზული სანახაობა იხილა. იმედია, კიდევ ვაჩუქებთ მათ მეტ ემოციას.

ცხადია, როცა კრიშტიანო „რეალში“ თამაშობდა, ამ გუნდების მატჩები განსაკუთრებული იყო. ახლა ეს წარსულში დარჩა. ველოდებით ახალ გამოწვევებს. კრიშტიანო მალე გამოჯანმრთელდება კორონავირუსისგან“, – თქვა მესიმ.

28 ოქტომბერს დაგეგმილია ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის მატჩი რონალდოს „იუვენტუსსა“ და „ბარსელონას“ შორის.