ლიონელ მესიმ კარიერაში საუკეთესო გოლი დაასახელა (ვიდეო)
„ბარსელონას“ ფორვარდმა ლიონელ მესიმ ილაპარაკა თავის კარიერაში ყველაზე ცუდ მომენტსა და საუკეთესო გოლზე.
„უარესი მომენტი კარიერაში? ეს არის 2013-14 წლების სეზონი. ის ყველაზე ცუდი იყო ტრავმების მხრივ და ფინანსურადაც. რაც შეეხება საუკეთესო გოლს, ის გავიტანე რომში ჩემპიონთა ლიგის ფინალის დროს, როცა თავით შევძელი კარის აღება“, – განაცხადა მესიმ „მუნდო დეპორტივოსთან“ კომენტარში.
„ბარსელონამ“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში 2009 წლის 27 მაისს „მანჩესტერ იუნაიტედი“ 2:0 დაამარცხა. მე-10 წუთზე ანგარიში სამუელ ეტო’ომ გახსნა, ლიონელ მესიმ კი საბოლოო ანგარიში 70-ე წუთზე დააფიქსირა.
🏟️ Stadio Olimpico, Rome
🗓️ 2009 #UCLfinal💫 A moment of magic from Messi…#UCL pic.twitter.com/y6eXnUrIQe
— UEFA Champions League (@ChampionsLeague) 24 June 2019