„ბარსელონას“ ფორვარდმა ლიონელ მესიმ ესპანეთის ჩემპიონატის 25-ე ტურში „ეიბარის“ (5:0) წინააღმდეგ პოკერი გაიფორმა.
„ბლიჩერ რეპორტის“ ინფორმაციით, არგენტინელს კარიერაში 1000 შედეგიანი მოქმედება დაუგროდა.
მესის ანგარიშზე მოდის 626 გოლი და 261 შედეგიანი პასი „ბარსელონას“ შემადგენლობაში, აგრეთვე, 70 გოლი და 45 საგოლე გადაცემა არგენტინის ნაკრებში.
ასე რომ, ახლა 32 წლის მესის „გოლი+პასი“ სისტემით 1002 ქულა (696+306) დაუგროვდა.