ლიონელ მესიმ ბოლივიასთან მატჩში ჰეთთრიკი და ორი შედეგიანი გადაცემა შეასრულა [ვიდეო] #1TVSPORT
მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შეარჩევი ტურნირის მე-10 ტურში ლიონელ მესიმ ხუთი შედეგიანი მოქმედება მიითვალა არგენტინისა და ბოლივიის ნაკრებებთა მატჩში.
მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა 6:0 მოიგო და მესიმ ხუთ გოლში მიიღო მონაწილეობა – 3 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. არგენტინელთაგან ასევე გოლები გაიტანეს ლაუტარო მარტინესმა, ხულიან ალვარესმა და ტიაგო ალმადამ.
არგენტინა 22 ქულით ლიდერობს სამხრეთ ამერიკის შესარჩევ ჯგუფს. უახლოეს მდევარ კოლუმბიას 19 ქულა აქვს.