ლიონელ მესიმ „ბარსელონაში“ დაბრუნების სურვილზე ილაპარაკა #1TVSPORT
ლიონელ მესიმ „ბარსელონაში“ დაბრუნების სურვილზე ილაპარაკა #1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდმა ლიონელ მესიმ აზრი გამოთქვა „ბარსელონაში“ სავარაუდო დაბრუნების შესახებ.

„დავბრუნდებოდი თუ არა „ბარსელონაში“? დიახ, ყოველთვის ვამბობდი, რომ მინდა მქონდეს შესაძლებლობა კლუბს დავეხმარო. ჩემი სურვილია, ოდესმე ტექნიკური დირექტორი გავხდე. არ ვიცი, თავად „ბარსელონას“ სურს თუ არა ეს. თუ შესაძლებლობა იქნება, ვისურვებდი ჩემი წვლილი შევიტანო იმაში, რისი გაკეთებაც შემიძლია, რადგან ეს არის კლუბი, რომელიც მიყვარს. მინდა, რომ მან ზრდა გააგრძელოს და ყოველთვის დარჩეს ერთ-ერთ საუკეთესოდ მსოფლიოში“, – მოჰყავს მესის სიტყვები გამოცემა Sport.es-ს.

არგენტინელი 2021 წლის ზაფხულში გადავიდა „ბარსელონადან“ „პარი სენ-ჟერმენში“ და ფრანგულ კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.