ლიონელ მესიმ არგენტინის ნაკრების ახალი ფორმა წარადგინა

20:18, 19.03.2019

არგენტინის ნაკრებმა თავის ოფიციალურ „ტვიტერზე“ წარადგინა ახალი სათამაშო ფორმა, რომელსაც გუნდი 2019 წლის კოპა ამერიკაზე გამოიყენებს. ახალი მაისურით ფოტოსესია „ბარსელონას“ ფორვარდმა ლიონელ მესიმ მოაწყო.

შეგახსენებთ, რომ ტურნირი ბრაზილიაში 14 ივნისიდან 7 ივლისამდე გაიმართება. არგენტინა „ბ“ ჯგუფში ითამაშებს კოლუმბიასთან, პარაგვაისთან და ყატართან ერთად.

მსგავსი