ლიონელ მესი - „რეალი“ არ იყო საუკეთესო გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე, მაგრამ მაინც ყველა დაამარცხა #1TVSPORT
ლიონელ მესი - „რეალი“ არ იყო საუკეთესო გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე, მაგრამ მაინც ყველა დაამარცხა #1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდმა ლიონელ მესიმ კომენტარი გაუკეთა მადრიდის „რეალის“ გამარჯვებას ჩემპიონთა ლიგის 2021-22 წლების გათამაშებაში.

„რეალმა“, უბრალოდ, მოგვკლა ჩვენ. საუკეთესოები ყოველთვის არ იმარჯვებენ. „რეალი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია, მას არაფერს ვართმევ და ისინი ყოველთვის ახლოს არიან, მაგრამ ეს არ იყო საუკეთესო გუნდი ამ ჩემპიონთა ლიგაზე. და მაინც, მათ ყველა დაამარცხეს.

მე ვიცი, რა არის „რეალი“. მე ამით მრავალი წელი ვიცხოვრე. ვიცოდი, რომ ეს შეიძლებოდა მომხდარიყო, რადგან ისინი არსაიდან იტანენ გოლებს და ავტომატურად ცვლიან თამაშს. ასე მოხდა ჩვენთან და სხვა გუნდებთან. და ეს პირველად არ ხდება“, – განაცხადა მესიმ TyC Sports-თან მიცემულ ინტერვიუში.