ლიონელ მესი - პსჟ-ში ყველა ჩემპიონთა ლიგაზე ოცნებობს, მაგრამ ჯერ სხვა ტოპ-კლუბებზე ერთი ნაბიჯით უკან ვართ #1TVSPORT
ლიონელ მესი - პსჟ-ში ყველა ჩემპიონთა ლიგაზე ოცნებობს, მაგრამ ჯერ სხვა ტოპ-კლუბებზე ერთი ნაბიჯით უკან ვართ #1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდმა ლიონელ მესიმ ვრცელი ინტერვიუ მისცა ფრანგულ გამოცემა FranceFootball-ს.

არგენტინელმა ილაპარაკა პსჟ-ის შანსებზე ჩემპიონთა ლიგის მოგებასთან დაკავშირებით.

„აქ ყველა ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე ოქნებობს. კლუბი რამდენიმე წელია მუშაობს ამ მიზნის მისაღწევად და სულ უფრო ახლოს არის მასთან. მეც მინდა კიდევ ერთხელ მოვიგო ჩემპიონთა ლიგა. ამას ჯერ კიდევ „ბარსელონაში“ ყოფნისას ვამბობდი. ეს მნიშვნელოვანი და ძლიერი ტურნირია.

დიახ, ეს პსჟ-ის მთავარი მიზანია, მაგრამ აქ სხვა ძლიერი გუნდებიც თამაშობენ – „ჩელსი“, მანჩესტერული კლუბები, „რეალი“, „ინტერი“ და „ბაიერნი“. ისინი დიდი გუნდები არიან.

ჩვენს გუნდში შესანიშნავი შემსრულებლები არიან შეკრებილნი, მაგრამ ჯერ ისევ გვჭირდება შეთამაშება, კავშირების დალაგება და გუნდის მშენებლობა. სერიოზული ტიტულების მოსაპოვებლად, უნდა ვითამაშოთ, როგორც ერთიანმა გუნდმა. აი, ამიტომ, ჩემი აზრით, სხვა კლუბებს ერთი ნაბიჯით ჩამოვრჩებით: ისინი უკეთ არიან შეთამაშებულები“, – განაცხადა მესიმ.