ლიონელ მესი - პსჟ შესანიშნავი კლუბია, მადლობელი ვარ, როგორც მეპყრობოდნენ თანაგუნდელები #1TVSPORT
ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა, ლიონელ მესიმ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე პსჟ-ის წინააღმდეგ ჩატარებული მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ პარიზული კლუბისა და მისი ფეხბურთელების მიმართ დიდი პატივისცემა აქვს. მისივე თქმით, პსჟ შესანიშნავი გუნდია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის მოგება მოახერხა.
„პსჟ ძლიერი გუნდია, ამ ფეხბურთელების ნაწილთან ერთად პარიზში ორი წელი გავატარე, თუმცა ახლა იმ დროიდან ცოტა მოთამაშე დარჩა“, – აღნიშნა მესიმ.
ამასთან, მესიმ განაცხადა, რომ იმ ფეხბურთელებთან, რომელთა წინააღმდეგაც გუშინ „ინტერ მაიამის“ მაისურით ითამაშა, არაჩვეულებრივი მოგონებები აკავშირებს.
„კლუბში არიან ისეთებიც, რომლებთან ერთადაც ბევრი მოგონება არ მაქვს, თუმცა მათ დიდ პატივს ვცემ და ეს ყოველთვის ასე იქნება“, – განაცხადა არგენტინელმა.
ლიონელ მესის „ინტერ მაიამი“ ხვიჩა კვარაცველიას პსჟ-ს დაუპირისპირდა – პარიზელებმა ამერიკული კლუბი 4-0 დაამარცხეს და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მეოთხედფინალში გავიდნენ, სადაც მიუნხენის „ბაიერნს“ შეხვდებიან.