ლიონელ მესი ოქტომბრის შესარჩევი მატჩებისთვის არგენტინის ნაკრებში გამოიძახეს #1TVSPORT
მორიგი სანაკრებო პაუზის წინ ლიონელ მესი არგენტინის ნაკრებში ბრუნდება. მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევში ორი მატჩის გამოტოვების შემდეგ, „ინტერ მაიამის“ ფორვარდი გამოძახებულია ვენესუელასთან (11 ოქტომბერი) და ბოლივიასთან (16 ოქტომბერი) მატჩებისთვის.
მეკარეები – ვალტერ ბენიტესი (ეინდჰოვენი, ნიდერლანდები), ხუან მუსო (ატლეტიკო, ესპანეთი), ხერონიმო რული (მარსელი, საფრანგეთი);
მცველები – გონსალო მონტიელი (სევილია, ესპანეთი), ნაუელ მოლინა (ატლეტიკო, ესპანეთი), კრისტიან რომერო (ტოტენჰემი, ინგლისი), ხერმან პეცელია (რივერ პლეიტი), ლეონარდო ბალერდი (მარსელი, საფრანგეთი), ნიკოლას ოტამენდი (ბენფიკა, პორტუგალია), ნიკოლას ტალიაფიკო (ლიონი, საფრანგეთი), ლისანდრო მარტინესი (მანჩესტერ იუნაიტედი, ინგლისი), მარკოს აკუნია (რივერ პლეიტი);
ნახევარმცველები – ლეანდრო პარედესი (რომა, იტალია), როდრიგო დე პაული (ატლეტიკო, ესპანეთი), ალექსის მაკალისტერი (ლივერპული, ინგლისი), ენცო ფერნანდესი (ჩელსი, ინგლისი), ჯოვანი ლო ჩელსო (ბეტისი, ესპანეთი), ესეკილ პალასიოსი (ლევერკუზენი, გერმანია), ნიკოლას გონსალესი (იუვენტუსი, იტალია), ალეხანდრო გარნაჩო (მანჩესტერ იუნაიტედი, ინგლისი), ვალენტინ კარბონი (მარსელი, საფრანგეთი), ნიკო პასი (კომო, იტალია);
ფორვარდები – ხულიან ალვარესი (ატლეტიკო, ესპანეთი), ლაუტარო მარტინესი (ინტერი, იტალია), ტიაგო ალმადა (ბოტაფოგო, ბრაზილია), პაულო დიბალა (რომა, იტალია), ლიონელ მესი (ინტერ მაიამი, აშშ).