ლიონელ მესი MSN-სა (მესი-სუარესი-ნეიმარი) და MNM-ს (მესი-ნეიმარი-მბაპე) შორის განსხვავებაზე #1TVSPORT
ლიონელ მესი MSN-სა (მესი-სუარესი-ნეიმარი) და MNM-ს (მესი-ნეიმარი-მბაპე) შორის განსხვავებაზე #1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდმა ლიონელ მესიმ ვრცელი ინტერვიუ მისცა ფრანგულ გამოცემა FranceFootball-ს.

არგენტინელმა ვარსკვლავმა შეადარა „ბარსელონასა“ და პსჟ-ის ვარსკვლავური ტრიოები.

„პირველ რიგში, განსხვავება ასაკშია. ჩვენ ახალგაზრდები ვიყავით, როცა მე და ნეიმარი ერთად თამაშს ვიწყებდით. დღეს ახალგაზრდა კილიანია.

გარდა ამისა, მბაპე და სუარესი – ძალიან განსხვავებული მოთამაშეები არიან. ლუისი – სუფთა „ცხრიანია“, ფორვარდი, რომელიც კარგია საჯარიმოში და გამოიყენება იმისთვის, რომ ბევრი გოლი გაიტანოს.

კილიანს უფრო მეტად მოსწონს ბურთით თამაში, ძალიან ძლიერი და დაუჯერებლად სწრაფი მოთამაშეა, რომელსაც შეუძლია თქვენი „მოკვლა“, თუ ბევრ სივრცეს დაუტოვებთ. და ისიც ბევრ გოლს იტანს.

ორივენი შესანიშნავი მოთამაშეები არიან, მაგრამ განსხვავებული თვისებებით“, – თქვა მესიმ.