ლიონელ მესი მესამე შვილის მამა გახდა

20:09, 10.03.2018

“ბარსელონასა” და არგენტინის ნაკრების ფორვარდის ლიონელ მესის ოჯახში მესამე ვაჟი დაიბადა. ბიჭს ჩირო დაარქვეს. მის გარდა, მესისა და მის მეუღლეს ანტონელა როკუცოს კიდევ ორი ვაჟი ჰყავთ – ხუთი წლის ტიაგო და ორი წლის მატეო.

„კეთილი იყოს შენი მობრძანება, ჩირო! მადლობა ღმერთს, ყველაფერმა წარმატებით ჩაიარა. დედა და ბავშვი თავს კარგად გრძნობენ. ბედნიერები ვართ!” – დაწერა თავის “ინსტაგრამზე” მესიმ.

მესამე შვილის დაბადების გამო, მესი გამოტოვებს შაბათს, ესპანეთის ჩემპიონატის მატჩს “მალაგას” წინააღმდეგ.

მსგავსი