ლიონელ მესი - ლიგა 1-ში უფრო მეტი აქცენტი ფიზიკურ მომზადებაზეა #1TVSPORT
ლიონელ მესი - ლიგა 1-ში უფრო მეტი აქცენტი ფიზიკურ მომზადებაზეა #1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდმა ლიონელ მესიმ ვრცელი ინტერვიუ მისცა ფრანგულ გამოცემა FranceFootball-ს.

არგენტინელმა პირველი შთაბეჭდილებები გამოთქვა საფრანგეთის ჩემპიონატის შესახებ.

„დიდი ხანია არ არის, რაც აქ ვარ, ამიტომაც რთულია დასკვნების გაკეთება. მაგრამ ერთი შეხედვით ჩანს, რომ ამ ლიგაში ფიზიკურ მომზადებაზე უფრო მეტი აქცენტი კეთდება, ვიდრე ლა ლიგაში.

აქ გუნდები ფიზიკურად უფრო ძლიერები არიან, უფრო მეტი სიმჭიდროვეა და ნაკლები სივრცე. ბევრი მოთამაშე ფიზიკურად კარგად არის განვითარებული.

მაგრამ ჯერ ადრეა იმისთვის, რომ სრულფასოვანი აზრი მქონდეს ლიგა 1-ზე, რადგან მატჩების ყურება ერთია და მინდორზე ყოფნა – მეორე“, – თქვა მესიმ.