ლიონელ მესი – ფინალი როგორც არ უნდა დასრულდეს, ჩვენმა ნაკრებმა უკვე დატოვა წარუშლელი კვალი ისტორიაში #1TVSPORT

14:31, 19.07.2026

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის წინ არგენტინის ნაკრების კაპიტანმა, ლიონელ მესიმ სოციალურ ქსელში მიმართვა გაავრცელა.

„გასული წლების განმავლობაში ყველაზე მნიშვნელოვანი მხოლოდ მოპოვებული თასები არ ყოფილა, მთავარი თავად განვლილი გზაა. უდიდესი ბედნიერებაა ამ ადამიანებთან ერთად დროის გატარება, მხარდამხარ ბრძოლა, რთული სიტუაციებიდან გამოსვლა და თითოეული მომენტით სიამოვნების მიღება.

დიდ მადლობას ვუხდი ყველა თანაგუნდელს, მწვრთნელებს და იმ პერსონალს, რომლებიც ყოველდღიურად ზრუნავენ ჩვენი გუნდის ერთიანობაზე. ფინალი როგორც არ უნდა დასრულდეს, ჩვენმა ნაკრებმა უკვე დატოვა წარუშლელი კვალი ისტორიაში“, – აღნიშნავს მესი.

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი არგენტინასა და ესპანეთს შორის 19 ივლისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. შეხვედრას ნიუ ჯერსიში მდებარე „მეტლაიფ სტადიონი“ უმასპინძლებს.

მსგავსი