ლიონელ მესი - ეს ჩემს კარიერაში ბოლო მსოფლიო ჩემპიონატი იქნება #1TVSPORT
არგენტინის ნაკრების თავდამსხმელმა, ლიონელ მესიმ განაცხადა, რომ ყატარში წელს გასამართი მსოფლიო ჩემპიონატი მისთვის ბოლო მუნდიალი იქნება.
„მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე დღეებს ვითვლი. სიმართლე გითხრათ, ცოტა აღელვებული ვარ და ვნერვიულობ, რადგან ეს ჩემთვის ბოლო მსოფლიო ჩემპიონატი იქნება. იმედი მაქვს, რომ არგენტინის ნაკრებისთვის ყველაფერი კარგად ჩაივლის. მსოფლიო ჩემპიონატზე ყველაფერი შეიძლება მოხდეს და თითოეული მატჩი ურთულესია. სწორედ ამიტომ არის ეს ტურნირი განსაკუთრებული და ფავორიტები ყოველთვის არ იმარჯვებენ. არ ვიცი, რამდენად დიდია ჩვენი შანსები, მაგრამ მუნდიალზე არგენტინა ყოველთვის არის ჩემპიონობის ერთ-ერთი პრეტენდენტი. თუმცა, არ ვფიქრობ, რომ ჩვენი მთავარი ფავორიტები ვართ“, – ციტირებს არგნტინელი ვარსკვლავის სიტყვებს Star+.
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი 20 ნოემბრიდან 18 დეკემბრამდე ყატარში გაიმართება. ჯგუფურ ეტაპზე არგენტინის ნაკრების მეტოქეები საუდის არაბეთი, მექსიკა და პოლონეთი არიან.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.