ლიონელ მესი „ბარსელონას“ 125 წლისთავის აღნიშვნაზე მიიწვიეს #1TVSPORT
2024 წელს „ბარსელონა“ კლუბის დაარსების 125 წლისთავს აღნიშნავს. საზეიმო ცერემონია 29 ნოემბერს გაიმართება და კლუბი მასში მონაწილეობისთვის რამდენიმე ცნობილი ადამიანის მიწვევას აპირებს.
საზეიმო ღონისძიებისთვის მზადება ბოლო ორი წელია მიმდინარეობს. თავდაპირველი გეგმით, „ბარსელონა“ ამ თარიღისთვის იმედოვნებდა განახლებულ „კამპ ნოუზე“ დაბრუნებას, მაგრამ ეს 2025 წლის აპრილისთვის გადაიდო. მიუხედავად ამისა, გალა-კონცერტი დათქმულ დღეს გაიმართება.
გამოცემა Relevo-ს მონაცემებით, ერთ-ერთი სტუმარი იქნება ლიონელ მესი, რომელსაც ოფიციალურ მიწვევას გაუგზავნიან. მაგრამ დარწმუნებით არ შეიძლება იმის თქმა, რომ არგენტინელი ლეგენდა ცერემონიას დაესწრება, რადგან იმ მომენტში მესის კლუბი „ინტერ მაიამი“, შესაძლოა, შემორჩენილი იყოს MLS-ის პლეი ოფს.