ლიონელ მესი არგენტინულ სერიალში გადაიღეს [ვიდეო] #1TVSPORT
ლიონელ მესი არგენტინულ სერიალში გადაიღეს [ვიდეო] #1TVSPORT

არგენტინელმა ფორვარდმა ლიონელ მესიმ პირველად გამოცადა საკუთარი თავი მსახიობის ამპლუაში. მან მონაწილეობა მიიღო ეპიზოდურ როლში არგენტინულ ტელესერიალ Los Protectores-ში.

მესი საკუთარ თავს თამაშობს, მის სცენაში კი კიდევ სამი პერსონაჟია – საფეხბურთო აგენტები, რომლებსაც არგენტინელი და კოლუმბიელი მსახიობები ასახიერებენ.

სცენა კომედიურია: აგენტები ცდილობენ მესისთან გარიგებას, რომლის თანახმადაც 36 წლის ფეხბურთელმა ყოველდღე ახალ კლუბში უნდა ითამაშოს სხვადასხვა დივიზიონში.