ლიონელ მესი - არ მიმაჩნია საკუთარი თავი ფავორიტად „ოქროს ბურთისთვის“ ბრძოლაში #1TVSPORT
ლიონელ მესი - არ მიმაჩნია საკუთარი თავი ფავორიტად „ოქროს ბურთისთვის“ ბრძოლაში #1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდმა, ლიონელ მესიმ ვრცელი ინტერვიუ მისცა ფრანგულ გამოცემა FranceFootball-ს.

ინტერვიუს ერთ ნაწილში არგენტინელმა კარიერაში „ოქროს ბურთის“ მეშვიდედ მოგების შესაძლებლობაზე ილაპარაკა.

„არ მიმაჩნია საკუთარი თავი ფავორიტად. არასოდეს მომწონდა ამის შესახებ ლაპარაკი იქამდე, სანამ შედეგები არ გახდება ცნობილი. კარგი იქნებოდა კიდევ ერთხელ „ოქროს ბურთის“ მოგება, თუმცა, უკვე ისედაც საოცარი გრძნობაა, რომ ერთადერთი მოთამაშე ვარ, ვისაც ეს ჯილდო ექვსჯერ აქვს მოგებული.

„მეშვიდე ოქროს“ ბურთის მოგება – დაუჯერებელი მიღწევა იქნებოდა. ამ ზაფხულს მოვიგე ტიტული, რომელიც ასე ძალიან მაკლდა – კოპა ამერიკა. ჩემთვის ეს კულმინაციური მომენტი იყო. თუ მე ავიღებ კიდევ ერთ „ოქროს ბურთს“ ძალიან ბედნიერი და მადლიერი ვიქნები, მაგრამ ამაზე არ ვფიქრობ.

„ოქროს ბურთის მიღება – კარგი გუნდური მუშაობის შედეგია. თუ გუნდი კარგად თამაშობს, ცალკეული ფეხბურთელებიც ბრწყინავენ. მთავარი ტიტულების მოგებაა. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში იზრდება „ოქროს ბურთის“ მოპოვების შანსი“, – განაცხადა მესიმ.