ლიონელ მესი არ გეგმავს პსჟ-სთან კონტრაქტის გახანგრძლივებას #1TVSPORT
ლიონელ მესი არ გეგმავს პსჟ-სთან კონტრაქტის გახანგრძლივებას #1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი ლიონელ მესი არ აპირებს კონტრაქტის გაგრძელებას პარიზულ კლუბთან, – ამის შესახებ თავის „ტვიტერში“ დაწერა ჟურნალისტმა მიკელ ბლაზკესმა.

უფრო ადრე მესიმ განაცხადა, რომ საბოლოოდ გაიარა ადაპტაცია საფრანგეთში და ისევ იღებს სიამოვნებას ფეხბურთისგან. ამასთან, იტყობინებოდნენ, რომ „ბარსელონა“ განიხილავს არგენტინელი თავდამსხმელის დაბრუნების შესაძლებლობას.

მესი „პარი სენ-ჟერმენში“ 2021 წელს გადავიდა. მისი კონტრაქტი ფრანგულ კლუბთან 2023 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

საფრანგეთის ჩემპიონატის რვა ტურის შემდეგ, მესის ოთხი გოლი და შვიდი შედეგიანი გადაცემა დაუგროვდა, ჩემპიონთა ლიგაზე ორ მატჩში კი მის ანგარიშზე თითო გოლი და შედეგიანი გადაცემა მოდის.