ლინდსი გრემი – უნგრეთი და სლოვაკეთი რუსული ნავთობის ყიდვას თუ არ შეწყვეტენ, შედეგები გარდაუვალი იქნება
უნგრეთი და სლოვაკეთი რუსული ნავთობის ყიდვას თუ არ შეწყვეტენ, შედეგები გარდაუვალი იქნება, – ამის შესახებ აშშ-ის სენატორი ლინდსი გრემი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც გრემი წერს, დონალდ ტრამპი მართალია, როდესაც ევროპისგან რუსული ნავთობის შეძენის შეწყვეტას მოითხოვს.
აშშ-ის სენატორმა აღნიშნა, რომ ევროპამ მნიშვნელოვნად შეამცირა რუსული ნავთობისა და გაზის შესყიდვები, რაც „კარგი ამბავია“.
„ახლა ეს, პრაქტიკულად, უნგრეთითა და სლოვაკეთით შემოიფარგლება. იმედი მაქვს და ველოდები, რომ ისინი სწრაფად მიიღებენ ზომებს, რათა დაგვეხმარონ სისხლისღვრის დასრულებაში. წინააღმდეგ შემთხვევაში შედეგები გარდაუვალი იქნება“, – წერს გრემი.