ლინდსი გრემი – დონალდ ტრამპმა ირანში სამუშაო უნდა დაასრულოს, ყველაფერი გააკეთოს, რათა ჰორმუზის სრუტე კომერციული ვაჭრობისთვის კვლავ გახსნას და ირანს ბერკეტები წაართვას
დონალდ ტრამპმა ირანში სამუშაო უნდა დაასრულოს, – ამის შესახებ რესპუბლიკელმა სენატორმა, ლინდსი გრემმა განაცხადა.
როგორც გრემმა „ფაინენშალ თაიმსთან“ ინტერვიუში აღნიშნა, იმ შემთხვევაში თუ ირანი პროვოკაციას გააგრძელებს, აშშ-ის პრეზიდენტმა სამხედრო დარტყმები უნდა განაახლოს.
რესპუბლიკელმა სენატორმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ირანი სამშვიდობო მოლაპარაკებებში თუ „მკაცრ პოლიტიკას“ გააგრძელებს, ტრამპის ადმინისტრაცია ამას წინააღმდეგობას გაუწევს.
მისივე თქმით, აშშ-მა ნებისმიერი რამ უნდა მოიმოქმედოს, რათა ჰორმუზის სრუტე კომერციული ვაჭრობისთვის კვლავ გახსნას და „ირანს ბერკეტები წაართვას“.