ლინდელოფი „მანჩესტერ იუნაიტედთან“ კონტრაქტს აგრძელებს
ლინდელოფი „მანჩესტერ იუნაიტედთან“ კონტრაქტს აგრძელებს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მცველმა ვიქტორ ლინდელოფმა კლუბთან ახალი კონტრაქტი 2024 წლამდე გააფორმა. შეთანხმებაში ასევე წერია, რომ შესაძლოა ეს ვადა კიდევ ერთი წლით გახანგრძლივდეს.

25 წლის შვედმა კარიერა მშობლიურ „ვესტეროსში“ დაიწყო, 2012-2017 წლებში კი პორტუგალიურ „ბენფიკაში“ თამაშობდა.

„მანჩესტერ იუნაიტედთან“ პირველი კონტრაქტი მან 2017 წელს გააფორმა, მას შემდეგ ინგლისურ გრანდში 51 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.