ლინას ლინკევიჩუსი - გვესმის უკმაყოფილების, თუმცა გვსურს, მოვუწოდოთ როგორც საქართველოს მთავრობას, ისე აქციის მონაწილეებს, თავიდან აიცილონ ძალადობა
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი საქართველოს პარლამენტთან მომხდარი შეტაკებების შემდეგ ქართველებს ძალადობის თავიდან აცილებისკენ მოუწოდებს.
ლინკევიჩუსის განცხადებას ლიეტუვური მედია ავრცელებს.
„გვესმის უკმაყოფილების, თუმცა გვსურს, მოვუწოდოთ როგორც მთავრობას, ისე საპროტესტო აქციის მონაწილეებს, დაიცვან კანონი და კონსტიტუცია და თავიდან აიცილონ ძალადობა“, – განაცხდა ლინას ლინკევიჩუსმა.
დიპლომატის თქმით, ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ყურადღებით აკვირდება საქართველოში შექმნილ ვითარებას და თბილისში თავის საელჩოსთან კონტაქტზე იმყოფება.
„როგორც გვესმის, გაკეთდა მოწოდებები პროტესტის გაგრძელებისკენ, ამიტომ მოვუწოდებთ ხალხს, დაიცვან კანონი“, – აღნიშნა ლიეტუველმა დიპლომატმა.