ლინას ლინკევიჩუსი - რუსეთი საკუთარ ძალებს სადაც ათავსებს, ვითარება ხდება წარმოუდგენლად „სტაბილური“: საქართველოს აფზახეთი და სამხრეთ ოსეთი, უკრაინის ყირიმი, მოლდოვის დნესტრისპირეთი
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი რუსეთის მიერ სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე სამხედროების განთავსებასთან დაკავშირებით „ტვიტერში“ წერს.
„ნამდვილად, ყველგან, სადაც რუსეთი საკუთარ მშვიდობისმყოფელ ძალებს (რომლებიც რეალურად სახელმწიფოთა დანაწევრებას უწყობენ ხელს და არა მშვიდობას) უცხო ქვეყნებში ათავსებს, ვითარება ხდება წარმოუდგენლად „სტაბილური“: საქართველოს აფზახეთი და სამხრეთ ოსეთი, უკრაინის ყირიმი, მოლდოვის დნესტრისპირეთი და ასე შემდეგ“, – წერს ლინკევიჩუსი „ტვიტერში“.