ლინას ლინკევიჩუსი - ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. არჩევნები უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტს
ლინას ლინკევიჩუსი - ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. არჩევნები უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტს

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მიმდინარე ე.წ. არჩევნები საქართველოს სუვერენიტეტის უხეში დარღვევაა, – ეს განცხადება ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლინას ლინკევიჩუსმა გააკეთა.

„რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მიმდინარე ე.წ. არჩევნები უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტს. ლიეტუვა არ აღიარებს ამ „არჩევნებს“ და ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ცალსახა მხარდაჭერას“, – წერს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს.

ე.წ. არჩევნებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმიანება. როგორც უწყებაში აცხადებენ, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მიმდინარე ე.წ. საპარლამენტო არჩევნები უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ამასთან, საგარეო უწყება მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადოდ შეაფასოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მიმდინარე ე.წ. საპარლამენტო არჩევნები.