ლინას ლინკევიჩუსი - არ მგონია, რომ ევროპარლამენტის არჩევნების შედეგები საქართველოსთვის დიდ ცვლილებებს გამოიწვევს
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლინას ლინკევიჩუსის თქმით, ევროპარლამენტში არჩევნების შემდეგ საქართველო დიდ ცვლილებას არ უნდა ელოდოს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„არ მგონია, რომ არჩევნების შედეგები დიდ ცვლილებებს გამოიწვევს. იქნება ცვლილებები, ხმები სხვანაირად გადანაწილდება, მაგრამ ტექნიკურად, არსებითი ცვლილებები არ იქნება. საქართველო არ უნდა ელოდოს რაიმე ცუდს ევროპარლამენტის ან ევროინსტიტუტების მხრიდან, მომავალში ევროპული კომისიის მხრიდან, ეს ეჭვგარეშეა.
რაზეც საქართველო უნდა იყოს ფოკუსირებული, მხოლოდ საშინაო დავალებაა. ეს არის ერთადერთი გზა. არ მგონია, რომ რაიმე სკეპტიციზმი ან ნეგატიური მიდგომა იქნება ევროინსტიტუტების მხრიდან, თუ საქართველო გააგრძელებს მოტივირებულ რეფორმებს“, – განაცხადა ლინას ლინკევიჩუსმა.