ლინას ლინკევიჩუსი ალექსანდრ ლუკაშენკოს ინაუგურაციას ფარსსა და სიყალბეს უწოდებს
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი ალექსანდრ ლუკაშენკოს ინაუგურაციას ფარსსა და სიყალბეს უწოდებს.
„როგორი ფარსია, ყალბი არჩევნები. ყალბი ინაუგურაცია. ბელარუსის ყოფილი პრეზიდენტი უფრო ნაკლებად ყოფილი არ გამხდარა, პირიქით, მისი არაკანონიერება არის ფაქტი, რომელსაც შედეგი მოჰყვება“, – წერს ლინას ლიკევიჩუსი „ტვიტერში“.
ბელარუსის პრეზიდენტის ინაუგურაცია მინისკში, დამოუკიდებლობის სასახლეში გაიმართა. 9 აგვისტოს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. ოფიციალური მონაცემებით, ალექსანდრ ლუკაშენკომ ზედიზედ მეექვსედ მოიპოვა გამარჯვება. ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ ცნობს და საპროტესტო აქციებს მართავს.
Such a farce. Forged elections. Forged inauguration. The former president of #Belarus does not become less former. Quite the contrary. His illegitimacy is a fact with all the consequences that this entails.
— Linas Linkevicius (@LinkeviciusL) September 23, 2020