ლიმოჟის მერი – მერიის შენობაში ხანძრის შემდეგ ემანუელ მაკრონს ჩემთვის არც დაურეკავს და არც შეტყობინება გამოუგზავნია, ჩვენ მივიღეთ წერილი ჯეი დი ვენსისგან
ლიმოჟის მერი, გიიომ გერენი აცხადებს, რომ ქალაქის მერიაში გაჩენილი ხანძრის შემდეგ ემანუელ მაკრონისგან არანაირი შეტყობინება არ მიუღია.
„მერიის შენობაში ხანძრის შემდეგ ემანუელ მაკრონს ჩემთვის არც დაურეკავს და არც ტექსტური შეტყობინება გამოუგზავნია. არ მესმის, რატომ არ დამირეკა რესპუბლიკის პრეზიდენტმა. ძალიან გაკვირვებული ვარ იმით, თუ როგორ მიუდგა ემანუელ მაკრონი ამ საკითხს. ამის საპირისპიროდ, პრემიერ-მინისტრმა თავისი საქმე დიდი პასუხისმგებლობით შეასრულა, ის დაუყოვნებლივ ჩამოვიდა. ჩვენ მივიღეთ ელექტრონული წერილი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტისგან, ჯეი დი ვენსისგან“, – აღნიშნა ლიმოჟის მერმა.
ამასთან, გერენის განცხადებით, 17 ოქტომბრის საპროტესტო აქციების დროს მერიის შენობაზე თავდასხმისას სახელმწიფომ წესრიგი და მოქალაქეთა დაცვა სათანადოდ ვერ უზრუნველყო.
„ქვეყანაში ვითარება არასახარბიელოა. როდესაც მერიას ანადგურებ, ხალხის სახლებს ანადგურებ. ჩემთვის ეს გაუგებარი და მორალურად მიუღებელია. სახელმწიფომ ვერ გაართვა თავი თავის მოვალეობას. სწორედ ამიტომ მოვთხოვე მთავრობას, პასუხისმგებლობა აეღო. სახელმწიფო იმისთვის არსებობს, რომ ყველა მოქალაქე დაიცვას“, – განაცხადა ლიმოჟის მერმა.