სატურნირო თვალსაზრისით კი ყველაზე საინტერესო “პორტლენდისა” და “დენვერის” დაპირისპირება გახლდათ. პორტლენდელები პლეიოფში მოხვედრისთვის გამალებით იბრძვიან. მათი უშუალო კონკურენტი „მემფისი“ აგვისტოს მატჩებს არასათანადო ფორმაში შეხვდა და სწორედ ამიტომ, „პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსს“ პლეიოფში მოხვედრის მშვენიერი შანსი გაუჩნდა.
მან დამიან ლილარდის 45 ქულის წყალობით “დენვერი” 125:115 დაამარცხა და მოგებებით მერვეადგილოსან “მემფისს” დაეწია (პლეი ოფში სწორედ 8 გუნდი გადის). ამიერიდან, ყველაფერი დამოკიდებულია დარჩენილ შეხვედრებზე – თუ მემფისელებმა თამაში ვერ გამოასწორეს, მომდევნო ეტაპზე “პორტლენდი” გავა.